მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ქამარი მოიპოვა, მას ყოველდღიურად უმარ ნურმაგომედოვი იწვევს და სატიტულო ბრძოლას ითხოვს.
ქართველი მებრძოლის თქმით, მზად არის ებრძოლოს ყველას, ვისაც ორგანიზაცია შესთავაზებს და არც შონ ომალისთან რემატჩის წინააღმდეგია.
ცოტა ხნის წინ, უმარმა ერთ-ერთ ინტერვიუში მერაბზე ისაუბრა და განაცხადა რომ ქართველი მას გაურბის.
"მერაბი თამაშობს - იცის, რამადანის დროს არ ვიბრძოლებ და მეუბნება, რომ ჩემთან ბრძოლა მართში სურს, მაგრამ მარტში რამადანია. ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს ის გამირბის", - განაცხადა ნურმაგომედოვმა.