UFC-ის ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ, რომელმაც გასულ კვირას კევინ ჰოლანდი დაამარცხა რუსულ სააგონტო Sport 24-თან ინტერვიუში თანამემამულე მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა.
"ჩემს ბრძოლაზე, მერაბი სულ ახალი ჩამოსული იყო, რადგან საქართველოში იმყოფებოდა და ახლა უკვე ის ძალიან დაკავებული ადამიანია. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო მას ეს უდიდესი გამარჯვება და ჩემპიონობა.
მერაბი საქართველოდან პირდაპირ ჩემს ბრძოლაზე ჩამოფრინდა, ამგვარ საქციელს კი უზომოდ ვაფასებ. მისი ძალიან მადლობელი ვარ, რომ ასეთ მომენტში ჩემს გვერდით იყო", - განაცხადა დოლიძემ.