UFC-ის ქართველ ჩემპიონსა და ისლამ მახაჩევს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს.
ცოტა ხნის წინ, ილიამ დაღესტანელ მებრძოლს ბრძოლა 2025 წელს ოფიციალურად შესთავაზა.
"მე ხაზების გადაკვეთა არ მჭირდება, მაგრამ როგორც ჩანს, ის ბავშვები, რომლებიც თან დაგყვებიან, იმ ხაზების გადაკვეთას ცდილობენ, რომლიდანაც ვეღარ დაბრუნდებიან.
მოდი, ბავშვები უკან მოვიტოვოთ და ეს ყველაფერი როგორც დიდებს შეეფერებათ ისე მოვაგვაროთ, 2025 წელს, ოქტაგონში", - წერს ილია.