მოგეხსენებათ, Noche UFC-ზე მერაბ დვალიშვილმა ურთულესი მეტოქე შონ ო'მალი სოლიდური უპირატესობიდ დაამარცხა და ნანატრ ქამარსაც დაეუფლა, რაც საქართველოსთვის UFC-ში მეორე ქამარია.
დვალიშვილთან მარცხის შემდეგ, შონ ო'მალიმ საკუთარ პოდკასტში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის იმ გულშემატკივრებსაც მიმართა, რომლებმაც მის გამარჯვებაზე დიდი ოდენობის თანხა დადეს.
"შეტყობინებები მივიღე, სადაც მეუბნებოდნენ, რომ ჩემი მარცხის გამო იპოთეკის თანხა წააგეს, გულწრფელად ვწუხვართ ამის გამო მაგრამ კარგი რა ძმაო, ეს შენი ფულია..
პირველი როცა გალიიდან გამოვედი გავიფიქრე, რომ ქომაგებს მეტისმეტად დიდი იმედი და არასათანადო შედეგი მივეცი, ამის გამო ვწუხვარ..", - განაცხადა ომალიმ.