"დი მარიასთვის ყველაზე ცუდი მწვრთნელი ვარ?" | ვან გაალმა ახნელს უპასუხა » სპორტის ხაზი

"დი მარიასთვის ყველაზე ცუდი მწვრთნელი ვარ?" | ვან გაალმა ახნელს უპასუხა

"დი მარიასთვის ყველაზე ცუდი მწვრთნელი ვარ?" | ვან გაალმა ახნელს უპასუხა
9-12-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, არგენტინის ნაკრებისა და პსჟ-ის ვარსკვლავმა, ანხელ დი მარიამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მისი კარიერის განმავლობაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი ნიდერლანდების ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი, ლუის ვან გაალი იყო, რაზეც კომენტარი თავად 71 წლის სპეციალისტმაც გააკეთა:

"რას ვიტყვი დი მარიას კომენტარზე? - საწყენია, რომ ანხელი ჩემზე ასე ფიქრობს. არადა, მასთან ინგლისში მშვენიერი ურთიერთობა მქონდა ჩამოყალიბებული. მსგავსი შეფასება ჩემზე არასდროს მომისმენია, ასეთ რამეს დი მარია პირველად ამბობს. იმედი მაქვს, 1/4 ფინალში მას ამის გამო საკადრის პასუხს გავცემ." - ლუის ვან გაალი.

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და ნიდერლანდების დაპირისპირება დღეს, 9 დეკემბერს 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი