პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების დახურვის დღეს ერთმა ქართველმა იასპარეზა – პარაწოლჭიმში აკაკი ჯინჭარაძემ (+107კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა პარასპორტსმენმა სამივე ცდა გამოიყენა (238,244 და 250 კგ), პარაწოლჭიმის ტურნირის გამარჯვებული კი ირანელი ამინზადე გახდა.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ცხრა მედლით დაასრულა, რაც ისტორიული შედეგია ქართული პარასპორტისთვის. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი, პარაძიუდოისტი ინა ქალდანი და პარაწოლჭიმელი აკაკი ჯინჭარაძე დაეუფლნენ.
საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზა.