პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძალოსანთან ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი ჩხეიძემ (102 კგ) იასპარეზა, რომელსაც მუხლის ტრავმამ ხელი ძალიან შეუშალა, გამოსვლა ორჭიდის ჯამში 393 კგ-ითა და მე-5 ადგილით დაასრულა.
ჩხეიძემ ატაცში სამივე ცდის შედეგად, 179 კგ-ის დაფიქსირება მოახერხა, რითაც მე-7 პოზიციაზე გავიდა.
აკვრაში პირველ ცდაზე ვერდაძლეული 214 კგ, მეორეში დაძლია, ხოლო მესამეჯერ 224 კგ-ს ვერ გაუმკლავდა, აკვრაში მესამე ადგილის მოპოვებაც მოვახერხეთ.
დღეს, 10 აგვისტოს, ფიცარნაგზე ორგზის ოლიმპიური და მრავალგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გავა. ამ კატეგორიაში შეჯიბრი საქართველოს დროით 22:30 საათზე დაიწყება.