"კვარაცხელიას შეძენას ნაპოლიდან შევეცდებოდი" - "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიას შეძენას ნაპოლიდან შევეცდებოდი" - "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი

"კვარაცხელიას შეძენას ნაპოლიდან შევეცდებოდი" - "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი
20-10-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

"ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი, მასიმო მორატი ადგილობრივ სამაუწყებლო რადიოსთან, კერძოდ Kiss Kiss Napoli-სთან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიას თემას შეეხო და თქვა:

"ინტერში მუშაობისას, ყველაფერს გავაკეთებდი, რათა ხვიჩა კვარაცხელია პირდაპირ ნაპოლიდან შემეძინა, რაც შესანიშნავი იქნებოდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ აურელიო დე ლაურენტისი უარით გამისტუმრებდა. ხვიჩა კვარაცხელიას უდიდესი ტალანტი აქვს და ყველაფრის გაკეთება შეუძლია." - მასიმო მორატი.

უცხოური sempreinter წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის ადრეული ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა და მთავარი აღმოჩენაა, "ნაპოლიმ" კი ბრწყინვალედ იმოქმედა, როდესაც ქართველი სატრანსფერო ფანჯრის დროს შეიძინა: "ქართველმა ფეხბურთელმა პარტენოპეისთან ერთად სულ რამდენიმე თამაში ჩაატარა და უკვე არის მოსაზრებები, რომ ის ყველაზე დიდი განსხვავების შემქმნელი ფეხბურთელი იქნება."

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ყველა ტურნირზე 14 თამაშში 7 გოლი, 6 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი