"ხვიჩას შეჩერება? ეს ძალიან...", - ლუკა ლოჩოშვილის კომენტარი ნაპოლისთან მატჩამდე » სპორტის ხაზი

"ხვიჩას შეჩერება? ეს ძალიან...", - ლუკა ლოჩოშვილის კომენტარი ნაპოლისთან მატჩამდე

"ხვიჩას შეჩერება? ეს ძალიან...", - ლუკა ლოჩოშვილის კომენტარი ნაპოლისთან მატჩამდე
7-10-2022, 13:25
Aa Aa
გაზიარება:

9 ოქტომბერს, იტალიის სერია ა-ს მე-9 ტურის შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი სტუმრად ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზეს დაუპირისპირდება.

აღნიშნულ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ლოჩოშვილი ადგილობრივ "La Gazzetta dello Sport"-ს ესაუბრა და თანამემამულეზეც ისაუბრა:

"მე და ხვიჩა მეგობრები ვართ - კარიერა ორივემ დინამო თბილისში დავიწყეთ და ახლა საქართველოს ნაკრებშიც ერთად ვთამაშობთ, ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს.

მისი პროგრესი აშკარაა და დარწმუნებული ვარ, რომ ნაპოლის დონის გუნდი თავის უკეთ წარმოჩენაში დაეხმარება - ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ვარსკვლავი გახდეს.

მისი შეჩერება? ეს ძალიან რთული იქნება. გუნდურად და ინდივიდუალურად მეტოქე კარგად უნდა შევისწავლოთ, რომ კვარაცხელიას შეჩერება მოვახერხოთ
", - განაცხადა ლოჩოშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი