"მოედანზე ან მის გარეთ, მუდამ ამაზე ვფიქრობდი" - რას იხსენებს ზაზა ფაჩულია » სპორტის ხაზი

"მოედანზე ან მის გარეთ, მუდამ ამაზე ვფიქრობდი" - რას იხსენებს ზაზა ფაჩულია

"მოედანზე ან მის გარეთ, მუდამ ამაზე ვფიქრობდი" - რას იხსენებს ზაზა ფაჩულია
26-04-2023, 18:14
Aa Aa
გაზიარება:

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა.

ლეგენდარულმა კალათბურთელმა პატრიოტიზმიის შესახებ ისაუბრა.

"14 წლის ვიყავი, სამშობლოდან რომ წამოვედი და მაშინვე ვთქვი, რომ მე ჩემი ქვეყნის – საქართველოს წარმომადგენელი ვიყავი. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, მოედანზე ან მის გარეთ, მე საქართველოზე ვფიქრობდი. ჩემი ხალხისგან უდიდეს მხარდაჭერას ვიღებდი და ეს ხალხი იმსახურებს მსოფლიოს ჩემპიონს.

სიტყვები არ მყოფნის! ეს არის დაუვიწყარი დღე ჩემს ცხოვრებაში. მადლობელი ვარ, რომ მომეცა იმის საშუალება, ჩემი ქვეყანა წარმომედგინა. გილოცავთ ყველას და ყველას დიდი მადლობა, ვინც გვერდში მედექით. ძალიან რთული სეზონი იყო, ძალიან რთული იყო მოგება, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! საქართველოში ჩამოვა თასი და საქართველოში ჩამოვა ბეჭედი... საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის!“ - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ მას შემდეგ, რაც მისი გუნდი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონი გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი