"მე და გატუზო მალევე კახა კალაძეს დავუკავშირდით" - როგორ შედგა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ნაპოლიში » სპორტის ხაზი

"მე და გატუზო მალევე კახა კალაძეს დავუკავშირდით" - როგორ შედგა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ნაპოლიში

"მე და გატუზო მალევე კახა კალაძეს დავუკავშირდით" - როგორ შედგა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ნაპოლიში
25-04-2023, 15:36
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის "დინამოდან" 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა.

"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ გაიხსენა, თუ როგორ აღმოაჩინეს მან და ჯენარო გატუზომ ქართველი ამომავალი ვარსკვლავი.

"პირველად ის ლოქდაუნის დროს გავიცანით, 19 წლის იყო, თუმცა ორივე ფეხით კარგად შეეძლო თამაში. მეც და ჯენარო გატუზოსაც ხვიჩა ძალიან მოგვეწონა და უმალვე კახა კალაძეს დავუკავშირდით მეტი ინფორმაციის მისაღებად.

"რუბინმა" ქართველის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მოგვთხოვა, ამიტომ მოლაპარაკებები პირველივე ეტაპზე ჩაიშალა. კვარაცხელიაზე ამხელა ფსონის გაკეთებას ვერ შევძლებდით, მაგრამ ინტერესი არ გამქრალა.

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ხვიჩამ რუსეთი დატოვა, შეთავაზება გავაკეთეთ და 10 მილიონ ევროზე შევთანხმდით. ტურინის "იუვენტუსი" და "რომა" ასევე დაინტერესებულნი იყვნენ, მაგრამ მათ დავასწარით", - განაცხადა ჯუნტოლიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი