როგორც Calciomercato რამდენიმე დღის წინ იტყობინებოდა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას სპორტული დირექტორის თანამდებობაზე კრისტიან ჯუნტოლი სურს. ეს უკანასკნელი “ნაპოლიში” მუშაობს.
Areanapoli-ს ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონის " გულშემატკივრები ყოველივე აღნიშნულის წინააღმდეგები არიან. მათ სპორტულ დირექტორად ტურინული კლუბის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო სურთ.
“შავ-თეთრების” მესვეურებს ირვინ ლოზანოც აინტერესებთ, მაგრამ “იუვეს” ქომაგთა აზრით, მექსიკელი ზედმეტწდ გადაფასებულია.
შეგახსენებთ, რომ ლოზანომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 38 მატჩი გამართა. მის ანგარიშზე 4-4 გოლი და საგოლე გადაცემაა.