"უფრო მომთემენები უნდა ყოფილიყვნენ", - ზვერევმა ბაიერნის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა » სპორტის ხაზი

"უფრო მომთემენები უნდა ყოფილიყვნენ", - ზვერევმა ბაიერნის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა

"უფრო მომთემენები უნდა ყოფილიყვნენ", - ზვერევმა ბაიერნის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა
19-04-2023, 17:58
Aa Aa
გაზიარება:

გერმანელმა ჩოგბურთელმა ალექსანდერ ზვერევმა, რომელიც მიუნხენის ბაიერნის დიდი გულშემატკივარია "რეკორდმაისტერის" ხელმძღანელობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბაიერნის მესვეურები ცოტათი უფრო მომთემენები უნდა გახდნენ.

ზვერევი ასევე იულიან ნაგელსმანის კონტრაქტის ამოწურავმდე გათავისუფლების ფაქტსაც გამოეხმაურა.

"მათ ადგილას, მე უფრო მომთმენი ვიქნებოდი - ცხადია ტომას ტუხელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, მაგრმა ნაგელსმანი მაშინ გაათავისუფლეს, როცა გუნდი ჯერ კიდევ სამ ტურნირზე აქტიურად მონაწილეობდა.

ვგრძნობ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბაიერნში ყველაფერი ცოტათი უფრო დაძაბული იყო.

შესაძლებელია თუ არა სიტის წინააღმდეგ ქამბექის შესრულება? ბაიერნის მსგავს გუნდს ვერასოდეს გამორიცხავ, ასე რომ ყველაფერი გამოჩნდება
", - განაცხადა ზვერევმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი