"მე და ხვიჩა კვარაცხელია ამით განვსხვავდებით" - შოთა არველაძის ინტერვიუ » სპორტის ხაზი

"მე და ხვიჩა კვარაცხელია ამით განვსხვავდებით" - შოთა არველაძის ინტერვიუ

"მე და ხვიჩა კვარაცხელია ამით განვსხვავდებით" - შოთა არველაძის ინტერვიუ
19-04-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, შოთა არველაძემ უცხოურ Volkskrant-ს ინტერვიუ მისცა, რომლის ფარგლებშიც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"მაშინ როდესაც ხვიჩა აიაქსს შევთავაზე, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი რეალური იყო. ამსტერდამულ კლუბში ნაცნობები და მეგობრები დღემდე მყავს და ჩავთვალე, რომ ტრანსფერი წარმატებით დაიხურებოდა. ყველაფერი იმან გაართულა, რომ ჯერ კიდევ ხვიჩა რუბინთან ხანგრძლივკონტრაქტიანი იყო, რუსული კლუბი კი მასში 20 მილიონს იხდიდა. ამის პარალელურად, აიაქსს ფლანგებზე ტადიჩი და ანტონი ჰყავდა, რასაც აკადემიის საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელებიც ემატებოდა."

"ხვიჩა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და უკვე მშვენივრად თამაშობს. მას ვუყურებ და ვხედავ, რომ ჩამოყალიბებულია და პროფესიონალივით ართმევს დაკისრებულ მოვალეობას თავს. მისი სისწრაფე, მისი ძალა და ის თუ როგორ უმკლავდება სირთულეებს ჩემში აღტაცებას იწვევს. მან ყველა დეტალი ზუსტად იცის და ყველაფერს იდეალურად აკეთებს, ეს მართლაც გასაოცარია."

"როდესაც მოქმედი ფეხბურთელი ვიყავი მისი მსგავსი სისწრაფე ნამდვილად არ მქონია, მე უმეტესად საგოლე ალღო მეხმარებოდა, ჩვენს შორის მთავარი სხვაობა სწორედ ესაა."
- თქვა შოთამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი