ტალახაძე ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს » სპორტის ხაზი

ტალახაძე ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს

ტალახაძე ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს
15-04-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეიდან ანუ 15 აპრილიდან სომხეთის დედაქალაქი ერევანი ძალოსნობის ევროპის 2023 წლის ჩემპიონატს მასპინძლობს. გუშინ აღნიშნული ტურნირის საზეიმო გახსნა იყო, სადაც ლაშა ტალახაძე ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნად დაასახელეს.

გასული წლებისგან განსხვავებით, ახლა გამოკითხვის პრინციპი შეცვლილია - ხმას გულშემატკივართა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციები აფიქსირებენ. სწორედ მათი არჩევანით მიენიჭა ქართველ გოლიათს ეს წოდებაც.

აქვე შეგახსენებთ იმას, რომ საქართველო ერევანში 15 ძალოსანით ჩავიდა - 3 ქალი, 12 მამაკაცი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი