“კლოპი პირადად დაუკვშირდება ხვიჩას” - რას წერს იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

“კლოპი პირადად დაუკვშირდება ხვიჩას” - რას წერს იტალიელი ჟურნალისტი

“კლოპი პირადად დაუკვშირდება ხვიჩას” - რას წერს იტალიელი ჟურნალისტი
14-04-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გავლენიანი გამოცემა Goal.com-ი იტყობინება, “ლივერპული” მზად არის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ “ნაპოლის” 130 მილიონი ევრო გადაუხადოს. ყოველივე აღნიშნულთან დაკავშირებით იტალიელი ჟურნალისტებიც ალაპარაკდნენ. მაგალითად, ანტონიო გალომ განაცხადა, რომ იურგენ კლოპი ქართველ შემტევს პირადად დაუკავშირდება.

“ეს ინფორმაცია ბრიტანელმა კოლეგებმა გაავრცელეს. სავარაუდოდ, ტრანსფერის ინიციატორი პირადად სქაუზერთა თავკაცი იურგენ კლოპია. ქართველის სურვილია ნაპოლიში დარჩეს, თუმცა მალე პირადად გერმანელი სპეციალისტი დაუკავშირდება და მის დაყოლიებას ეცდება. მოსალოდნელია, რომ ლივერპული ზაფხულში სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიურებს.
ისინი შემადგენლობის რესტრუქტურიზაციას გეგმავენ” - ამბობს იტალიელი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას “პარტენოპეისთან” კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი