"ხვიჩა ყველაფერში კარგია" - სპალეტის კომენტარი მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"ხვიჩა ყველაფერში კარგია" - სპალეტის კომენტარი მატჩის შემდეგ

"ხვიჩა ყველაფერში კარგია" - სპალეტის კომენტარი მატჩის შემდეგ
1-10-2022, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" გამარჯვების შემდეგ, მედიასთან კომენტარი პარტენოპეის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა, რომელმაც განაცხადა:

"პირველი ნახევარი საათი ბრწყინვალედ ჩავატარეთ, ძალიან კარგად ვთამაშობდით. თუმცა, 90 წუთის განმავლობაში ხარისხი ვერ შევინარჩუნეთ და მეტოქემ თამაში ისე წარმართა, როგორც სურდა. 2:0-ზე ვცდილობდით, რომ რასპადორი დაგვეტვირთა, მაგრამ ერთი-ერთზე თამაშისას ისინი უშეცდომოები იყვნენ

კვარაცხელია? მას ხშირად ვეძახდი, რადგან მინდოდა, რომ ცენტრთან ახლოს ეთამაშა. თუმცა, ყველაფერში კარგია – დასკვნით ნაწილშიც და დრიბლინგშიც. ისეთი სახის ფინტები და უნარები აქვს, რომ გასაოცარია. ხვიჩა მოედნის შუაგულში უფრო მომეწონებოდა, მეორე ტაიმში მან უკეთ ითამაშა.” – განაცხადა ლუჩანომ


იტალიური კლუბი ამ დროისთვის 20 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. შეგახსენებთ იმასაც, რომ "ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას "აიაქსის" წინააღმდეგ, ამჯერად ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი