როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, ნორვეგიის ნაკრების შემტევმა, ერლინგ ჰალანდმა საწვრთნელი შეკრება დატოვა. ამ ყოველივეს მიზეზი კი საზარდულის ტრავმაა.
ერლინგი ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებთან თავის ქვეყანას ვერ დაეხმარება. ეს ყველაფერი უკვე ოფიციალურად დადასტურდა.