“ფორმაში მყოფ დელ პიეროს ჰგავს” - “პარმას” ყოფილი დირექტორი » სპორტის ხაზი

“ფორმაში მყოფ დელ პიეროს ჰგავს” - “პარმას” ყოფილი დირექტორი

“ფორმაში მყოფ დელ პიეროს ჰგავს” - “პარმას” ყოფილი დირექტორი
15-03-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

მას შემდეგ რაც ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” მაისური მოირგო და შესანიშნავი საფეხბურთო ხარისხი შემოგვთავაზა, იგი უამრავ ლეგენდარულ მოთამაშეს შეადარეს, მაგალითად ჯორჯ ბესტს, მაგრამ როგორც “პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ენრიკო ფედელემ განაცხადა, “პარტენოპეის” 77-ე ნომერი ფორმის პიკში მყოფ ალესანდრო დელ პიეროს ჩამოგავს.

"ქართველმა ისეთივე გოლი გაიტანა, როგორიც დი კანიომ მილანის წინააღმდეგ. კვარაცხელია დელ პიეროს მაგონებს, როცა ის ფორმაში იყო. მან ატალანტასთან გოლში წარმოუდგენელი გადახვევები გააკეთა. მას ჩემპიონის სტიგმატები აქვს და ნაპოლიში ასეთი ერთადერთი ფეხბურთელია.

ხვიჩა ის უხეში ბრილიანტია, რომელიც შეიძლება ბრწყინვალე გახდეს. დღეს ის მარცხენა გარემარბებს შორის ნომერ პირველია პოტენციალით და იმ ყველაფრით, რაც მიმდინარე სეზონში აჩვენა. მომწონს ფოდენი, მაგრამ კვარა მირჩევნია" - ასე მიიჩნევს ენრიკო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი