პირობა შესრულებულია - ზომერმა დე ლიხტს წაგებული შოკოლადები გაუგზავნა (ფოტო) » სპორტის ხაზი

პირობა შესრულებულია - ზომერმა დე ლიხტს წაგებული შოკოლადები გაუგზავნა (ფოტო)

პირობა შესრულებულია - ზომერმა დე ლიხტს წაგებული შოკოლადები გაუგზავნა (ფოტო)
14-03-2023, 21:36
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა ორმატჩიან დუელში ფრანგული პსჟ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა გაინაღდა.

შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში, იან ზომერმა შეცდომა დაუშვა, რისი გამოსწორებაც და ბურთის ცარიელი კარის ხაზიდან გამოტანა მატიას დე ლიხტს მოუწია - ჟურნალისტებთან საუბარში კი ზომერმა განაცხადა, რომ მადლობლის ნიშნად ნიდერლანდელ მცველს შოკოლადით სავსე სატვირთოს აჩუქებდა.

საბოლოოდ, 34 წლის მეკარემ პირობა შეასრულა და მიუნხენში შვეეიცარიული წარმოების Kägi-ს 700 კილოგრამი შოკოლადის ფილები სატვირთო მანქანით ჩამოიტანა.

იმის მაგივრად, რომ დე ლიხტს შოკოლადი აეღო, გადაწყდა, რომ ის საქველმოქმედო ორგანიზაცია "Münchner Tafel"-ისთვის გადაეცათ.

პირობა შესრულებულია - ზომერმა დე ლიხტს წაგებული შოკოლადები გაუგზავნა (ფოტო)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.