სამი გრანდი | რომელ მათგანს დაუკავშირა Todofichajes-მა გიორგი მამარდაშვილი? » სპორტის ხაზი

სამი გრანდი | რომელ მათგანს დაუკავშირა Todofichajes-მა გიორგი მამარდაშვილი?

სამი გრანდი | რომელ მათგანს დაუკავშირა Todofichajes-მა გიორგი მამარდაშვილი?
15-03-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვალენსიას მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს არაერთ მსოფლიო ფეხბურთის გრანდს უკავშირებენ, რაც ორი ლოგიკური მიზეზით აიხსნება.

უპირველეს ყოვლისა, ესპანურ კლუბს ფინანსური კრიზისი აქვს და გიორგი მამარდაშვილის გაყიდვით შეუძლია, რომ პრობლემები ნაწილობრივ მაინც მოაგვაროს. გარდა ამისა, ქართველით დაინტერესების უმთავრესი მიზეზი თავად გიორგის ბრწყინვალე სათამაშო ფორმაა, რაც, ცხადია ევროპაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

როგორც ესპანური Todofichajes-ისგან ვიგებთ, მადრიდის ატლეტიკოს ქართველის ხელიდან გაშვება არ უნდა, ამისთვის დედაქალაქელები ყველაფერს ერთ შემთხვევაში გააკეთებენ:

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ ატლეტიკოს სლოვენიელ მეკარეს, იან ობლაკს კარიერის გაგრძელება პრემიერ ლიგაში აქვს გადაწყვეტილი და თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება, მაშინ მადრიდელები მის შემცვლელს უმალვე მოიყვანენ, ეს გიორგი მამარდაშვილი იქნება, რომელიც ვალენსიაში მშვენივრად გამოიყურება."

"ამ სეზონის მთავარი იმედი სწორედ გიორგია, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი მეკარეა. ვალენსიას ქართველი კარის დარაჯი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის პირდაპირ მომავლის ინვესტიციაა."

"გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა, მადრიდის ატლეტიკოს კი კონკურენციის გაწევა ტოტენჰემთან და ტურინის იუვენტუსთან მოუწევს, რომლებსაც ასევე მოსწონთ ქართველი ფეხბურთელის ვარიანტი."
- წერს ვებგვერდი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი