"ხვიჩას შეყვარებული თავის რჩეულს ყოველთვის ტრიბუნებიდან ქომაგობს" - იტალიური მედია » სპორტის ხაზი

"ხვიჩას შეყვარებული თავის რჩეულს ყოველთვის ტრიბუნებიდან ქომაგობს" - იტალიური მედია

"ხვიჩას შეყვარებული თავის რჩეულს ყოველთვის ტრიბუნებიდან ქომაგობს" - იტალიური მედია
13-03-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

"ხვიჩა კვარაცხელიას წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო მისი შეყვარებული, ნიცა თავაძეა", - არაერთ იტალიურ სტატიას შეხვდებით, რომელშიც მსგავსი წინადადებაა გამოყენებული.

მართლაც, კვარამ მორიგი ფანტასტიკური მატჩი შემოგვთავაზა, ადგილობრივმა მედიამ კი ყურადღება კვლავ ხვიჩას შეყვარებულზე გაამახვილა, რომელიც, როგორც იტალიელები წერენ თავისი რჩეულის არცერთ შეხვედრას არ აცდენს და ხვიჩას უშუალოდ ტრიბუნებიდან გულმხურვალედ ქომაგობს.

"ქართველი ფეხბურთელის წარმატების საიდუმლო ოჯახი და შეყვარებული გახლავთ, ისინი ხვიჩას მარტოს არასდროს ტოვებენ და მუდმივად მის გვერდით არიან, ყოველი თამაშისა და მნიშვნელოვანი მომენტის დროს."

სხვათაშორის, იტალიელები უკვე იმაზეც წერენ, რომ ხვიჩა და მისი გარემოცვა სკუდეტოს მოგებას სულ მალე იზეიმებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი