იტალიური მედია - “ხვიჩაში ყველაფერია გაერთიანებული” » სპორტის ხაზი

იტალიური მედია - “ხვიჩაში ყველაფერია გაერთიანებული”

იტალიური მედია - “ხვიჩაში ყველაფერია გაერთიანებული”
12-03-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ “ატალანტას” კარი ულამაზესი გოლით აიღო, მეტოქის გუნდის უამრავი ფეხბურთელი მოატყუა და ბურთი კარში გადაგზავნა.

იტალიური მედია ქართველი შემტევის მორიგ წარმატებულ მატჩს ასე გამოეხმაურა:

Goal Italia: "მუხტი, ტექნიკა და ძალა: "აძურის" 77-ე ნომრის გოლში ყველაფერია. მხოლოდ ტაშს იმსახურებს".

Calciomercato: "თავიდანვე მისახვედრი იყო, რომ მისი საღამო გახლდათ, მაგრამ გოლი აბსოლუტური ჩემპიონის მოქმედება იყო, რომელმაც მეტოქის მთელი დაცვა გაანადგურა.”

Corriere Dello Sport: "მოდი, ერთი წუთით დავივიწყოთ ის მოძრაობები და დარტყმა, რომელმაც თამაში გახსნა. ამას გარდა, არის ერთი რამ, რაც ფიზიკოსებმა საფუძვლიანად უნდა შეისწავლონ, რადგან მოედანზე ამ დროისთვის ამოუხსნელ მოვლენებს ვუყურებთ: ბურთის წარმოუდგენელი მიზიდულობა ორივე ფეხზე. ამ ფენომენის ერთ-ერთი საიდუმლო ის არის, რომ ბურთი არასდროს ტოვებს მის ბუცებს და ეს საშუალებას აძლევს გააკეთოს ის, რაც მას სურს.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი