მარტინესი: “მუნდიალზე ჩვენი თამაშის სანახავად სახლები გაყიდეს” » სპორტის ხაზი

მარტინესი: “მუნდიალზე ჩვენი თამაშის სანახავად სახლები გაყიდეს”

მარტინესი: “მუნდიალზე ჩვენი თამაშის სანახავად სახლები გაყიდეს”
11-03-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

არგენტინის ნაკრების კარის დარაჯმა, აწ უკვე გასული, კატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ ტურნირი სწორედ მათი ტრიუმფით დასრულდა.

“ჩვენზე ზეწოლა იყო. ასეთი პასუხისმგებლობა მომწონდა. ვიცოდით, რისთვის იბრძოდა არგენტინა. ეკონომიკური კუთხით მსოფლიოზე ჩვენს თამაშზე დასწრება ძალიან ძვირი ჯდებოდა, ზოგმა მანქანები გაყიდა, სახლები ბანკში ჩადო, რათა მუნდიალზე გამგზავრებულიყო და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დასწრებოდა. მამაჩემი, რომელიც 63 წლისაა, მეუბნებოდა, რომ პირველად ნახა, ნაკრები ხალხთან რომ ასე იყო დაახლოვებული” - განაცხადა ემილიანომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი