ოსიმენის აგენტი “პსჟ-ის” სპორტულ დირექტორს დაუკავშირდა » სპორტის ხაზი

ოსიმენის აგენტი “პსჟ-ის” სპორტულ დირექტორს დაუკავშირდა

ოსიმენის აგენტი “პსჟ-ის” სპორტულ დირექტორს დაუკავშირდა
9-03-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლის” ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ ოსიმენი ამჯერად “პსჟს” ინტერესებში მოექცა. როგორხ Football Italia იტყობინება, ნიგერიელის აგენტი? რობერტო კალენდა პარიზული კლუბის სპორტულ დირექტორს, ლუის ოკამპოსს შეხვდა.

24 წლის შემტევი 2022/23 წლების სეზონში შთამბეჭდავად გამოიყურება. ვიქტორი სერია A-ს ბომბარდირიცაა 19 გოლით, რომელიც მან 21 მატჩში გაიტანა.

“პარტენოპეის” მთავარი ხელმძღვანელი, აურელიო დე ლაურენტისი ვიქტორ ოსიმენის გაყიდვას 150 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად არ აპირებს. თავად ნიგერიელის ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია. ინგლისის ჩემპიონატიდან მისით “ჩელსი” ინტერესდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი