“კვარაცხელიას ნათელი მომავალი აქვს” - “ნაპოლის” ყოფილი მოთამაშე » სპორტის ხაზი

“კვარაცხელიას ნათელი მომავალი აქვს” - “ნაპოლის” ყოფილი მოთამაშე

“კვარაცხელიას ნათელი მომავალი აქვს” - “ნაპოლის” ყოფილი მოთამაშე
9-03-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, მაურო მილანეზემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Tuttomercatoweb-თან ისაუბრა. მაურო “ნაპოლის”რიგებში 1996-1997 წლებში ასპარეზობდა.

“სერია A-ს მიმდინარე სეზონის უდიდესი მოულოდნელობაა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მისი თამაში დიდი გავლენას მოახდენდა. ცხადია, მისი სატრანსფერო თანხა დიდია, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ჰკითხავთ. მას ისეთი გზა არ გაუვლია, როგორიც კილიან მბაპემ, თუმცა ის მრავალი მილიონი ღირს, რადგან ნათელი მომავალი აქვს.

“პარტენოპეის” თამაშით მოხარული ვარ. ამ გუნდის მაისურით მითამაშია. ვიცი, რას ნიშნავს, ამ გუნდისთვის მარცხი. წარმოვიდგენ, ნეაპოლელები როგორ თბილად ალამაზებენ ქალაქს თამაშისთვის და ემზადებიან ზეიმისთვის.

ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაზე წნეხის გარეშე თამაში შეუძლია, გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს. იტალიის ჩემპიონატში კი დიდი ენთუზიაზმით უნდა ითამაშონ” - განაცხადა ნეაპოლელთა ყოფილმა მოთამაშემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი