"ნაპოლის ზაფხულში დატოვების შანსი მას უფრო მეტი აქვს" - ვისზე მიანიშნებს ფაბრიციო რომანო? » სპორტის ხაზი

"ნაპოლის ზაფხულში დატოვების შანსი მას უფრო მეტი აქვს" - ვისზე მიანიშნებს ფაბრიციო რომანო?

"ნაპოლის ზაფხულში დატოვების შანსი მას უფრო მეტი აქვს" - ვისზე მიანიშნებს ფაბრიციო რომანო?
6-03-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ კვარასა და ვიქტორის შესახებ ისაუბრა.

იტალიელმა მცირედი ვარაუდი გამოთქვა იმის შესახებ, თუ რომელ მოთამაშეს უფრო მეტი შანსი აქვს ზაფხულში ნაპოლის დატოვების, ხვიჩა კვარაცხელიას თუ ვიქტორ ოსიმენს:

"ვფიქრობ, ეს ნიგერიელი ფორვარდია, რადგან მას სეზონში უამრავი გოლის გატანა შეუძლია. სწორედ ამიტომ, ოსიმენით როგორც პარი სენ-ჟერმენი, ისე არაერთი პრემიერ ლიგისა და ლა ლიგის გრანდი ინტერესდება."

ამის პარალელურად, აურელიო დე ლაურენტისისგან ორი პასუხი მოვისმინეთ. ერთი ამბობს, რომ ნაპოლი კვარასა და ვიქტორს არ შეელევა, თუმცა მეორე იმაზე მიუთითებს, რომ აურელიო ზოგ შემოთავაზებაზე უარს ფიზიკურად ვერ იტყვის. შესაბამისად, წინ საკმაოდ ჩახლართული და საინტერესო ზაფხული გველის..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.