"გაშვებულ გოლში კვარაცხელიას არ ვადანაშაულებ" - ლუჩანო სპალეტი » სპორტის ხაზი

"გაშვებულ გოლში კვარაცხელიას არ ვადანაშაულებ" - ლუჩანო სპალეტი

"გაშვებულ გოლში კვარაცხელიას არ ვადანაშაულებ" - ლუჩანო სპალეტი
4-03-2023, 22:22
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელი ნაპოლისა და ლაციოს დაპირისპირება მაურიციო სარის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

როგორც გახსოვთ, ვესინოს გოლის ეპიზოდში ბურთი არაეფექტურად ხვიჩა კვარაცხელიამ მოიგერია, რის შესახებაც ლუჩანო სპალეტიმ მოგვიანებით კომენტარი გააკეთა:

"გოლის ეპიზოდი? - ასეთ დროს ფეხბურთელის დადანაშაულება არასწორია და ამას არც ვაკეთებ. კვარაცხელიამ ყველაფერი სცადა, რათა თანაგუნდელებს დახმარებოდა, ეს თითქმის გამოუვიდა კიდეც, მაგრამ ვესინო სიტუაციაში იდეალურად გაერკვა და გოლი გაიტანა, აქ ბრალი კვარას არ მიუძღვის."

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლური გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 მარტს გამართავს, მეტოქე კი ატალანტა იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი