არსენალი თუ მანჩესტერ სიტი? - გარი ნევილმა პრემიერ ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა » სპორტის ხაზი

არსენალი თუ მანჩესტერ სიტი? - გარი ნევილმა პრემიერ ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა

არსენალი თუ მანჩესტერ სიტი? - გარი ნევილმა პრემიერ ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა
4-03-2023, 15:44
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ნევილმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონზე ისაუბრა და ის გუნდი დაასახელა, რომელიც მისივე ვარაუდით ჩემპიონი გახდება.

"არსენალს წინა სეზონების ბოლო ნაწილში მუდმივად ჰქონდა პრობლემები და ამის უახლესი მაგალითი გასული წელია, ამიტომაც ვფიქრობ, პრემიერ ლიგას მანჩესტერ სიტი მოიგებს. არსენალს პანიკა დაეწყება, როცა ყველაფერს ბოლო 10 მატჩი გადაწყვეტს.

დაიწყება შფოთვა და გაიზრდება წნევა - მათი გამარჯვება წარმოუდგენელი იქნება, რადგან სიტისგან განსხვავებით, მსგავს სიტუაციებს არ არიან მიჩვეულები
", - განაცხადა ნევილმა.

ცნობისთვის, 25-ე ტურის შემდეგ, პრემიერ ლიგას 60 ქულით არსენალი ლიდერობს და უშუალო მდევარს, მანჩესტერ სიტის 5 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.