რეალურია თუ არა მამარდა & ატლეტიკოს კავშირი? | Fichajes-ის პასუხი » სპორტის ხაზი

რეალურია თუ არა მამარდა & ატლეტიკოს კავშირი? | Fichajes-ის პასუხი

რეალურია თუ არა მამარდა & ატლეტიკოს კავშირი? | Fichajes-ის პასუხი
2-03-2023, 20:20
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ვალენსია ფინანსური კრიზისის დასაძლევად გიორგი მამარდაშვილის გაყიდვას აპირებს, ქართველ მეკარეს კი არაერთი მსურველი ჰყავს.

გიორგის ინგლისურ კლუბებს, უმეტესად ტოტენჰემს უკავშირებდნენ, თუმცა ერთ-ერთმა ესპანურმა ვებგვერდმა, კერძოდ Fichajes-მა მადრიდის ატლეტიკოს ინტერესის შესახებ დაწერა:

"ვალენსიას ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული პირველი ნომერია, რაც ატლეტიკოს ხელმძღვანელობას ძალიან ხიბლავს. უახლოეს პერიოდში მათი სლოვენიელი მეკარე გუნდიდან წავა, მის შემცვლელად კი გიორგი მამარდაშვილი კარგი ვარიანტი იქნებოდა. ისიც სათქმელია, რომ გიორგიმ ვალენსიასთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, მასში კი მადრიდელებს 100 მილიონის გადახდა მოუწევთ, ის მომავალი პერსპექტივისთვის კარგი არჩევანი იქნება." - დაწერა ესპანურმა გვერდმა

ცნობისთვის, ვალენსია ლა ლიგის მე-18 პოზიციას 23 ქულით იკავებს და გასავარდნი ზონიდან ამოსასვლელად მინიმუმ 1 ქულა სჭირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი