იბრაჰიმოვიჩი: “კვარაცხელია შესანიშნავია” » სპორტის ხაზი

იბრაჰიმოვიჩი: “კვარაცხელია შესანიშნავია”

იბრაჰიმოვიჩი: “კვარაცხელია შესანიშნავია”
27-02-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ იტალიის სერია A-ს 24-ე ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ შეხვედრაში “მილანმა” შინ “ატალანტა” მიიღო და ანგარიშით 2-0 დაამარცხა. მატჩის 74-ე წუთზე მოედანზე ოლივიე ჟირუს ნაცვლად ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოვიდა. შვედმა შემტევმა 9 თვე იუქმა.

მატჩის შემდგომ მან Sky Sports-თან საუბრისას “ნაპოლისა” და კვარაცხელიასაც შეეხო:

“ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავია, ვიქტორ ოსიმენიც დიდებული თავდამსხმელია. ნაპოლი მიმდინარე სეზონში კარგად თამაშობს, ეს საიდუმლო არ არის, ეს ჩანს შედეგებიდან, სერია A-ს სატურნირო ცხრილსა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში.

კვარა და ოსიმენი თუ ასე კარგად თამაშობენ, ეს გუნდის დამსახურებაცაა. განსხვავებას ინდივიდუალური ხარისხი კი არ ქმნის, არამედ ყოველთვის გუნდური მუშაობა. ლუჩანო სპალეტი ძლიერი მწვრთნელია, მას ჯერ კიდევ არ მოუგია კარიერაში სკუდეტო, მაგრამ წელს ყველაფერი ნაპოლის გამარჯვებისკენ მიდის.”

შეგახსენებთ, რომ “პარტენოპეი” ჩემპიონატს 65 ქულით ლიდერობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი