მნიშვნელოვანი გამარჯვება ნიდერლანდებში - წინ ისლანდიასთან მატჩია » სპორტის ხაზი

მნიშვნელოვანი გამარჯვება ნიდერლანდებში - წინ ისლანდიასთან მატჩია

მნიშვნელოვანი გამარჯვება ნიდერლანდებში - წინ ისლანდიასთან მატჩია
24-02-2023, 12:10
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩები გუშინ დაიწყო. საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად ნიდერლანდებს დაუპირისპირდა. მძიმე ბრძოლაში ქართველმა კალათბურთელებმა ანგარიშით 88:80 იმარჯვეს და მთავარი მიზნის მისაღწევად დიდი ნაბიჯი გადადგეს.

რაც შეეხება ჩვენ ჯგუფში ჩატარებულ სხვა მატჩებს, იტალიამ უკრაინას სძლია, ამ მარცხით მათ ყველანაირი შანსი დაეკარგათ მომდევნო ეტაპზე გასვლის. რაც შეეხება ესპანეთისა და ისლანდიის შეხვედრას, აქ ჩვენდა საბედნიეროდ ესპანეთმა იმარჯვა. იმ შემთხვებაში თუ საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, თბილისში 26 თებერვალს გასამართ შეხვედრაში მაქსიმუმ 2 ქულის სხვაობით დამარცხდებიან ან სულაც მოიგებენ, ჯგუფიდან გავლენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი