მანჩესტერ იუნაიტედი კიმ მინ ჯეს გადაბირებით ინტერესდება | დეტალები » სპორტის ხაზი

მანჩესტერ იუნაიტედი კიმ მინ ჯეს გადაბირებით ინტერესდება | დეტალები

მანჩესტერ იუნაიტედი კიმ მინ ჯეს გადაბირებით ინტერესდება | დეტალები
23-02-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური გაზეთის, Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი კიმ მინ ჯეს აქტიურად აკვირდება.

ამავე წყაროდან ვიგებთ, რომ "წითელი ეშმაკები" სამხრეთ კორეელის გადაბირებით სერიოზულად ინტერესდებიან და მისი გამოსასყიდი თანხის გადახდისთვისაც მზად არიან.

ცნობისთვის, კიმის კონტრაქტში ერთი საინტერესო დეტალია: ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მის ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლება 15 დღით გააქტიურდება, რაც 48 მილიონ ევროს შეადგენს.

პარალელურად, აურელიო დე ლაურენტისი ცდილობს, რომ კიმთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა მისი ფრაზა (ზოგ შემოთავაზებაზე უარს ვერ ვიტყვით) ყველაფერს თავდაყირა აყენებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი