"გიორგი სხვებზე მაღლა დგას, თუმცა გოლს 3 თვეა უშვებს" | ესპანური მედია » სპორტის ხაზი

"გიორგი სხვებზე მაღლა დგას, თუმცა გოლს 3 თვეა უშვებს" | ესპანური მედია

"გიორგი სხვებზე მაღლა დგას, თუმცა გოლს 3 თვეა უშვებს" | ესპანური მედია
23-02-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ხეტაფესა და ვალენსიას შეხვედრა გაიმართა, რომელიც მასპინძელმა გუნდმა მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგო.

ამავე შეხვედრასა და ვალენსიას ბოლოდროინდელ მდგომარეობას ესპანური მედია, კერძოდ Eldesmarque გამოეხმაურა, რომელმაც ყურადღება გიორგი მამარდაშვილის ფაქტორზეც გაამახვილა:

"რუბენ ბარახას დებიუტი წაგებით დაგვირგვინდა. ხეტაფესთან შეხვედრაში ვალენსიას დაცვითი სისუსტეები კარგად გამოიკვეთა. გარდა ამისა, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ გუნდის ქართველი მეკარე ყველა თანაგუნდელს აღემატება, რისი დასტურიც პირველ ტაიმში სამჯერ მოგერიებული დარტყმაა, რომელიც გიორგი მამარდაშვილმა 1 წუთში განახორციელა."

"მეორე ტაიმში მასპინძლები პასიურობდნენ, თუმცა ყველაზე სახიფათო მომენტი გოლით დაასრულეს. მორიგი გოლის გაშვებით მამარდაშვილს უკვე 3 თვეა კარი მშრალად არ შეუნახავს, ბოლოს ეს სან მამესზე მოხდა."
- დაწერა გამოცემამ

ცნობისთვის, ვალენსია ლა ლიგის მე-19 პოზიციას 20 ქულით იკავებს და გასავარდნი ზონის დასაღწევად 22 ქულა სჭირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი