რა მოხდა გუშინ - ონანას კომენტარი » სპორტის ხაზი

რა მოხდა გუშინ - ონანას კომენტარი

რა მოხდა გუშინ - ონანას კომენტარი
23-02-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ინტერმა” “პორტო” მიიღო და ანგარიშით 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი რომელუ ლუკაკუს ანგარიშზეა.

შეხვედრის ერთ-ერთ მომენტში “ნერაძურის” ფეხბურთელებმა იკამათეს, როცა ჯეკომ ონანას შენიშვნა მისცა, ონანამ კი იუკადრისა. “ინტერის” კარის დარაჯს ჩალჰანოღლუ ამშვიდებდა.

''დაძაბული მატჩი იყო. გუნდის თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად ხანდახან კამათიც საჭიროა. ჩვენ ვართ მოთამაშეები, რომლებსაც დიდი გამოცდილება გვაქვს და გვაქვს უფლება, რომ ვთქვათ ის, რასაც ვფიქრობთ, მაგრამ ყველაფერი მატჩის შემდეგ უნდა დავივიწყოთ. მეკარე ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. მე ასე ვთამაშობ და სწორად ვბრაზდები'' - განაცხადა ონანამ.

პორტუგალიური და იტალიური გუნდების დაპირისპირება 14 მარტს 23:55-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი