“ნაპოლი” ხვიჩასთვის გაუმჯობესებულ კონტრაქტს ამზადებს » სპორტის ხაზი

“ნაპოლი” ხვიჩასთვის გაუმჯობესებულ კონტრაქტს ამზადებს

“ნაპოლი” ხვიჩასთვის გაუმჯობესებულ კონტრაქტს ამზადებს
20-02-2023, 13:10
Aa Aa
გაზიარება:

ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, “ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას მალე ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რომელიც ბევრად გაუმჯობესებული და უკეთესი იქნება. “პარტენოპეი” ნელ-ნელა ოფიციალური მოლაპარაკებისათვის მზადებას იწყებს.

იგივე წყარო ასევე გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართველი ფეხბურთელის ანაზღაურებაც გაიზრდება. დღეს 77-ე ნომერი 1.1 მილიონ ევროს იღებს წელიწადში, ხოლო ახალი შეთანხმების თანახმად ეს თანხა 2.5-3 მილიონამდე ავა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამშჯ 24 მატჩი ჩაატარა, სადაც 12 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი