“მათ შეტევას უნდა ვუფრთხილდეთ” - რა განაცხადა “ბორდოს” მეტოქის მწვრთნელმა » სპორტის ხაზი

“მათ შეტევას უნდა ვუფრთხილდეთ” - რა განაცხადა “ბორდოს” მეტოქის მწვრთნელმა

“მათ შეტევას უნდა ვუფრთხილდეთ” - რა განაცხადა “ბორდოს” მეტოქის მწვრთნელმა
17-02-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

ლიგა 2-ის 24-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის “ბორდო” “პარიზს” დაუპირისპირდება. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ქართველი შემტევის გუნდის შესახებ ისაუბრა და მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “ბორდოს” შეტევა შეაქო:

"ვიცით, რომ ამ თამაშში შეცდომის უფლება არ გვაქვს, რადგან მოგვიწევს ისეთ მოთამაშეებთან დაპირისპირება, როგორებიც არიან: მაჯა, ბადჯი, დავითაშვილი. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაგსაჯონ და სათანადო ყურადღება უნდა დავუთმოთ. უნდა ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია და მთელი მატჩის განმავლობაში არამხოლოდ გაძლებაზე, შანსების მიღებაზეც უნდა ვიზრუნოთ.”

აქვე გეტყვით, რომ ზურიკო დავითაშვილის კლუბი საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურებისთვის აქტიურად იბრძვის. “ბორდო” ამჟამად მესამე ადგილზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.