"ლივერპული ლუჩანო სპალეტის გადაბირებას შეეცდება" | Calciomercatoweb » სპორტის ხაზი

"ლივერპული ლუჩანო სპალეტის გადაბირებას შეეცდება" | Calciomercatoweb

"ლივერპული ლუჩანო სპალეტის გადაბირებას შეეცდება" | Calciomercatoweb
13-02-2023, 20:20
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთმა იტალიურმა ვებგვერდმა, კერძოდ Calciomercatoweb-მა დაწერა, რომ ლივერპული იურგენ კლოპის წარუმატებლობით დაიღალა და ახალი მწვრთნელის მონახვა სურს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ინგლისელების მთავარი კანდიდატი ლუჩანო სპალეტია.

ამ მომენტისთვის, მერსესაიდელები პრემიერ ლიგის მე-10 აგილს 29 ქულით იკავებენ და ძალიან დიდია იმის შანსი, რომ მიმდინარე ტურნირი ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დაასრულონ. გარდა ამისა, ლივერპული გამოეთიშა როგორც ინგლისის თასს, ისე ინგლისის ლიგის თასს. სწორედ ამიტომ, "ენფილდის" ბინადრები ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან.

რაც შეეხება იურგენ კლოპს, მას ლივერპულთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, თუმცა რამდენად დარჩება ბოლო ვადამდე გერმანელი ინგლისში, ეს რთულად სავარაუდო საკითხია. Calciomercatoweb წერს, რომ ლივერპულის ხელმძღვანელობა ლუჩანო სპალეტის ნაპოლიში გაწეული საქმით აღფრთოვანებულია და მისი პრემიერ ლიგაში ხილვა სურს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი