სპალეტი: “დავესწრები თუ არა ხვიჩას წვეულებას? ხვალ ვარჯიშია” » სპორტის ხაზი

სპალეტი: “დავესწრები თუ არა ხვიჩას წვეულებას? ხვალ ვარჯიშია”

სპალეტი: “დავესწრები თუ არა ხვიჩას წვეულებას? ხვალ ვარჯიშია”
13-02-2023, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ სერია A-ს 22-ე ტურში “ნაპოლი” “კრემონეზეს” დაუხვდა და 3-0 იმარჯვა. მატჩის ანგარიში ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, დანარჩენი ორი ბურთი ვიქტორ ოსიმენისა და ელიფ ელმასის ანგარიშზეა. შეხვრდრის დასრულების შემდგომ ლუჩიანო სპალეტიმ ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა:

პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ, თუმცა მეორე ნახევარში უკეთესები ვიყავით. რაც შეეხება მომდევნო მატჩებს, წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ ფეხბურთელები საკუთარ თავებს აჯობებენ. მოთამაშეები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

"კვარას დაბადების დღე? მოთამაშეებს რამდენიმე ჩათი აქვთ. ბიჭები გათენებას არ დაელოდნენ და ქართველს დაბადების დღე შუაღამისას მიულოცეს. ეს აჩვენებს, როგორი კარგი განწყობაა გუნდში.

მხოლოდ და მხოლოდ აწმყოზე უნდა ვიფიქროთ. შესანიშნავი გუნდი გვყავს, სადაც ნამდვილი პროფესიონალები თამაშობენ. ისინი მოედანზე თავგანწირვისთვის მუდამ მზად არიან. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ცხადია, მარტივად არაფერს დავთმობთ, მაგრამ მატჩიდან მატჩზე უნდა ვიფიქროთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ წარმატებას.”

ნეაპოლური კლუბი იტალიის ჩემპიონატს 59 ქულით, სოლიდური უპირატესობით ლიდერობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი