ღირსეული კიმი | აზიელი ფეხბურთელი მიწისძვრით დაზარალებულებს ფინანსურად დაეხმარა » სპორტის ხაზი

ღირსეული კიმი | აზიელი ფეხბურთელი მიწისძვრით დაზარალებულებს ფინანსურად დაეხმარა

ღირსეული კიმი | აზიელი ფეხბურთელი მიწისძვრით დაზარალებულებს ფინანსურად დაეხმარა
12-02-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ თურქეთსა და სირიაში მასშტაბური მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელსაც საკმაოდ ბევრი განმეორებითი ბიძგიც მოჰყვა.

სამწუხაროდ, ამ ყველაფრის შედეგად, ამავე ქვეყნებში უამრავი ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი 29 000-ს აჭარბებს.

ტრაგედიის პარალელურად, ნაპოლის ცენტრალური მცველი, კიმ მინ-ჯაე დაზარალებულებს 75 000 ევროთი დაეხმარა, რის შეხაბაც Reppublica წერს.

ცნობისთვის, იტალიაში გადაბარგებამდე აზიელი მცველი სწორედ თურქეთში, კერძოდ ფენერბაჰჩეში თამაშობდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი