"ნაპოლის ბრწყინვალე სეზონი ხვიჩას დამსახურებაა" | შახტარის მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ნაპოლის ბრწყინვალე სეზონი ხვიჩას დამსახურებაა" | შახტარის მწვრთნელი

"ნაპოლის ბრწყინვალე სეზონი ხვიჩას დამსახურებაა" | შახტარის მწვრთნელი
11-02-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

დონეცკის შახტარის სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, კარლო ნიკოლინიმ ნაპოლის შესანიშნავ უნარზე ისაუბრა, რომელსაც იტალიური კლუბი სატრანსფერო ფანჯრისას ყოველთვის ავლენს:

"მსოფლიოში საკმაოდ ცოტა გუნდია ისეთი, რომელიც საფეხბურთო ბაზარზე ადეკვატურად და ჭკვიანურად მოქმედებს, ნაპოლი ერთ-ერთი მათგანია. ამ გუნდის აღმასრულებლები მუდმივ მზადყოფნაში არიან და ყველა კონდიციას ლოგიკურად განიხილავენ."

ასევე, ნიკოლინიმ ყურადღება ქართველ ფეხბურთელზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ნაპოლიმ ხვიჩას შეძენით სკუდეტოსკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა:

"2022/2023 წლების სეზონი ნეაპოლური გუნდისთვის ფანტასტიკურია, ამაში კი მთავარი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის." - კარლო ნიკოლინი

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას ხვალ, ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზეს წინააღმდეგ 23:45-ზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი