ახალი კონტრაქტი | რა პირობებს სთავაზობს დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას? » სპორტის ხაზი

ახალი კონტრაქტი | რა პირობებს სთავაზობს დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას?

ახალი კონტრაქტი | რა პირობებს სთავაზობს დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას?
11-02-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთმა ნეაპოლურმა ვებგვერდმა, კერძოდ Mondonapoli-მ La Gazzetta dello Sport-ის ამონარიდი მოიყვანა, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიასთვის ახალი კონტრაქტი გაამზადა:

"ქართველ ფეხბურთელს ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ცხადია, ეს შორეული პერსპექტივაა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესაბამისი ხელფასი არ აქვს, ის წელიწადში 1.2 მილიონ ევროს იღებს, ეს კი საგანგაშოა, თანაც მაშინ, როდესაც ამ ბიჭით უამრავი წამყვანი კლუბი ინტერესდება."

"სწორედ ამიტომ, ნაპოლის პრეზიდენტი აპირებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი გაუორმაგოს (დაახლოებით 2.5 მლნ ევრო), კონტრაქტის ხანგრძლივობა კი კიდევ ერთი წლით გაზარდოს, რათა ქართველზე წვდომა მაქსიმალურად დაიბლოკოს."
- წერს იტალიური გამოცემა

ცნობისთვის, ნეაპოლელები თავიანთ მომდევნო შეხვედრას ხვალ გამართავენ, მეტოქე კი ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი