რატომ ჩაიშალა ჰალანდის “ნაპოლიში” ტრანსფერი » სპორტის ხაზი

რატომ ჩაიშალა ჰალანდის “ნაპოლიში” ტრანსფერი

რატომ ჩაიშალა ჰალანდის “ნაპოლიში” ტრანსფერი
11-02-2023, 15:20
Aa Aa
გაზიარება:

Radio Punto Nuovo-ს ეთერში საუბრისას ერლინგ ჰოლანდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ლორის ბონიმ ისაუბრა იმაზე, რომ 2019 წელს ფეხბურთელი “ნაპოლიში” გადასვლასთან ახლოს იყო. საქმეში ჰალანდის მამაც იყო ჩართულო. იგი მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა სამხრეთიტალიური კლუბის პრეზიდენტთან. აღნიშნული ტრანსფერი იმან შეაფერხა, რომ მხარეები პირად დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ.

“დარწმუნებული ვარ, ერლინგი ნეაპოლელებს ძალიან დაეხმარებოდა. ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ერთ დღეს, შესაძლოა, დე ლაურენტისმა მისი შეძენა კიდევ სცადოს. იტალიელის ადგილას რომ ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი, რათა ოსიმენი შემენარჩუნებინა. ნიგერიელი "ნაპოლის" სიმბოლო უნდა გახდეს" - განაცხადა ლორის ბონიმ.

ნორვეგიელი ახლა “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავს, 20 შეხვედრაში მის ანგარიშზე 25 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი