მბაპესთან ერთად მესიც? - ბაიერნთან მატჩს პსჟ მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება » სპორტის ხაზი

მბაპესთან ერთად მესიც? - ბაიერნთან მატჩს პსჟ მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება

მბაპესთან ერთად მესიც? - ბაიერნთან მატჩს პსჟ მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება
9-02-2023, 22:39
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, საფრანგეთის თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე მარსელმა შინ პსჟ-ს უმასპინძლა და 2:1 დამარცხდა.

შეხვედრა სრულად ჩაატარა პარიზელთა არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, თუმცა, როგორც მოგვიანებით პრესაში დაიწერა, მესიმ აღნიშნულ მატჩში ტრავმა მიიღო და დიდია ალბათობა ბაიერნთან გასამართი პირველი შეხვედრა გამოტოვოს.

მესის არგენტინელს ბარძაყის ტრავმა აწუხებს და მონაკოსთან შაბათს გასამართ თამაშს 99%-იანი ალბათობით გამოტოვებს.

ცნობისთვის, პსჟს და ბაიერნს შორის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრა 14 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება და დიდია ალბათობა ხსენებული მატჩი პსჟ-ს კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემაც გამოტოვოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი