"ასეთი მოთამაშეების ფასი მაქსიმუმ 50-60 მილიონია", - ნევილი ჩელსის ტრანსფერებზე » სპორტის ხაზი

"ასეთი მოთამაშეების ფასი მაქსიმუმ 50-60 მილიონია", - ნევილი ჩელსის ტრანსფერებზე

"ასეთი მოთამაშეების ფასი მაქსიმუმ 50-60 მილიონია", - ნევილი ჩელსის ტრანსფერებზე
9-02-2023, 21:33
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის ნაკრების და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა ჩელსის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და "არისტოკრატების" გადახდილ თანხებს "სიგიჟე" უწოდა:

"კუკურელაში გადახდილი 64 მილიონი, ფერნანდესის სანაცვლოდ გადახდილი 107 მილიონი - ასეთი მოთამაშეების მაქსიმალური ღირებულება 50-60 მილიონი ევროა.

ეს ის ფეხბურთელები არ არიან, რომლებიც მატჩის ბედს გადაწყვეტენ ან სეზონში 30 გოლს გაიტანენ. უცნაურია, რომ ამ პოზიციის გასაძლიერებლად ამხელა თანხები იხარჯება. არ ვამბობ იმას, რომ ისინი ცუდი ფეხბურთელები არიან, უბრალოდ, გადახდილ თანხასთან შეფარდებით, ეს გიჟური ციფრებია
", - განაცხადა ნევილმა.

ცნობისთვის, პრემიერ ლიგაში 22-ე ტურის შემდეგ, ლონდონის ჩელსი 30 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა გრეჰემ პოტერის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი