ტებასი: “სუპერ ლიგის პროექტით ევროპული ფეხბურთი განადგურდება” » სპორტის ხაზი

ტებასი: “სუპერ ლიგის პროექტით ევროპული ფეხბურთი განადგურდება”

ტებასი: “სუპერ ლიგის პროექტით ევროპული ფეხბურთი განადგურდება”
9-02-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა სუპერ ლიგასა და მის შემქმნელებზე ისაუბრა.

“სუპერ ლიგა ის მგელია, რომელიც დღესდღეობით, ბების ფორმაშია გადაცმული და ცდილობს, ევროპული ფეხბურთი მოატყუოს, მაგრამ დიდი ცხვირი და კბილები აქვს და ეს არ გამოუვა.

4 დივიზიონი ევროპაში? ეჭვი არ მეპარება, რომ პირველ დივიზიონში ის კლუბები იქნებიან, რომლებიც 2019 წელს, პროექტის სათავეში იდგნენ. რა თქმა უნდა, პირველ დივიზიონში მხოლოდ დიდი კლუბები იქნებიან.”

სუპერლიგის ახალ მოდელზე დღეს გავრცელდა ინფორმაცია - მასში რაოდენობრივად 60-დან 80- მდე გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თითოეული მათგანი სეზონში მინიმუმ 14 მატჩს ჩაატარებს. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი