"იუვენტუსი მძულს, მე ნაპოლისკენ ვარ" | იუვეს საქმის პროკურორი სკანდალში ეხვევა? » სპორტის ხაზი

"იუვენტუსი მძულს, მე ნაპოლისკენ ვარ" | იუვეს საქმის პროკურორი სკანდალში ეხვევა?

"იუვენტუსი მძულს, მე ნაპოლისკენ ვარ" | იუვეს საქმის პროკურორი სკანდალში ეხვევა?
9-02-2023, 14:20
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გარკვეული პერიოდის წინ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ტურინის იუვენტუსს მიმდინარე სერია A-ში 15 ქულა დააკლო, მიზეზი კი ანდრეა ანიელის ხელმძღვანელობის ფინანსური საკითხები გახდა.

აღსანიშნავია, რომ "ბებერი ქალბატონის" საქმეს ჩირო სანტორიელო იძიებს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ იუვენტუსი სძულს და ნაპოლის გულშემატკივრობს:

"როგორც ადამიანი, მე ნაპოლის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ როგორც პროკურორი, - ანტი-იუვენტინო" - ამბობდა სანტორიელო. სხვათაშორის, ის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო პროცესში, რომლის მიხედვითაც იუვენტუსს მკაცრი სასჯელი დაუწესეს.

ცხადია, იტალიაში ეს ყველაფერი გამოხმაურების გარეშე ვერ ჩაივლიდა. აი, რა თქვა იტალიის სპორტის მინისტრმა ჩირო სანტორიელოს ამ განცხადების მოსმენის შემდეგ:

"მის ჩანაწერს მოვუსმინე და მიმაჩნია, რომ სწორი იქნება თუ ახლა აქ შევჩერდებით" - ანდრეა აბოდი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქულების დაკლების საშიშროების ქვეშ ნეაპოლური გუნდიც დგას, რომლის საქმის გამოძიებაც დღის წესრიგში დგას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი