"თავიდან ხვიჩას ტრანსფერი 30 მილიონი მოითხოვეს, თუმცა.," - ნაპოლის სპორტული დირექტორი » სპორტის ხაზი

"თავიდან ხვიჩას ტრანსფერი 30 მილიონი მოითხოვეს, თუმცა.," - ნაპოლის სპორტული დირექტორი

"თავიდან ხვიჩას ტრანსფერი 30 მილიონი მოითხოვეს, თუმცა.," - ნაპოლის სპორტული დირექტორი
18-07-2023, 21:58
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა, საბოლოოდ კი ქართველი გარემარბი ბათუმის "დინამოდან" 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

ნეაპოლელების სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ გაიხსენა, თუ როგორ აღმოაჩინეს მან და ჯენარო გატუზომ ქართველი ტალანტი:

"პირველად ის ლოქდაუნის დროს გავიცანით, 19 წლის იყო, თუმცა ორივე ფეხით კარგად შეეძლო თამაში. მეც და ჯენარო გატუზოსაც ხვიჩა ძალიან მოგვეწონა და უმალვე კახა კალაძეს დავუკავშირდით მეტი ინფორმაციის მისაღებად.

"რუბინმა" ქართველის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მოგვთხოვა, ამიტომ მოლაპარაკებები პირველივე ეტაპზე ჩაიშალა. კვარაცხელიაზე ამხელა ფსონის გაკეთებას ვერ შევძლებდით, მაგრამ ინტერესი არ გამქრალა.

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ხვიჩამ რუსეთი დატოვა, შეთავაზება გავაკეთეთ და 10 მილიონ ევროზე შევთანხმდით. ტურინის "იუვენტუსი" და "რომა" ასევე დაინტერესებულნი იყვნენ, მაგრამ მათ დავასწარით
", - განაცხადა მან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი