თურქეთის ტრაგედიას 28 წლის მეკარის სიცოცხლე ემსხვერპლა » სპორტის ხაზი

თურქეთის ტრაგედიას 28 წლის მეკარის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქეთის ტრაგედიას 28 წლის მეკარის სიცოცხლე ემსხვერპლა
8-02-2023, 17:50
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, 7 თებერვალს თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, რამაც ამავე ქვეყნებში უდიდესი ტრაგედია გამოიწვია.

სამწუხაროდ, თურქეთში დაღუპულთა შორის მალათიასპორის 28 წლის მეკარე, აჰმეთ ეიუპ თურქასლანიც იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქი ფეხბურთელი ერთ-ერთი შენობის ნანგრევებში ჩარჩა, მაშველებმა კი აჰმეთს ცოცხალი ვეღარ მიუსწრეს.

დაიწერა ისიც, რომ მალათიასპორის მეკარის მეუღლესაც ანალოგიური ბედი ეწერა, თუმცა, საბედნიეროდ მაშველებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ტრაგედიის მსხვერპლთა რიცხვი ეტაპობრივად იზრდება. ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში 11 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი