მამუკაშვილი:”თამასის დაბლა დაწევის უფლება არ გვაქვს” » სპორტის ხაზი

მამუკაშვილი:”თამასის დაბლა დაწევის უფლება არ გვაქვს”

მამუკაშვილი:”თამასის დაბლა დაწევის უფლება არ გვაქვს”
3-02-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კვირას, 5 თებერვალს რაგბი ევროპის ტურნირის ეგიდით ავჭალის სტადიონზე გერმანიას უმასპინძლებს. გუშინ “ბორჯღალოსნებმა” ღია ვარჯიში გამართეს.

მატჩის წინ ნაკრების გამორჩეულმა ფიგურამ და ვეტერანმა მორაგბემ, შალვა მამუკაშვილმა შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

“რაგბი ევროპის ჩემპიონატი ერთადერთი რეგულარული ტურნირია, რომელშიც ყოველწლიურად ვმონაწილეობთ. ამავდროულად, ჩვენ მას მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპად განვიხილავთ და მნიშვნელოვანია, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე წელი გამარჯვებით დავიწყოთ.

შარშან ისეთი შედეგები გვქონდა, არ გვაქვს უფლება თამასა დაბლა დავწიოთ. ამას არც ქომაგი გვაპატიებს და არც ჩვენ ვაპატიებთ საკუთარ თავს. ამიტომ ნებისმიერ მეტოქესთან თამაშს სრული პასუხისმგებლობით ვუდგებით და განვითარებაზე ვართ ორიენტირებული.”

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 5 თებერვალს 13:00-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი